ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, თავისი საქმიანობით, ქართული კულტურისა და ხელოვანი ადამიანების წარმოჩენას ხელს უწყობს.
ამჯერად, ხელოვნების სასახლეში, შეხვედრა-ბენეფისი სახელწოდებით, „ლეო ანთაძე – 70 წელი სცენაზე“ გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მსახიობი მაყურებლის წინაშე, იუმორისტული ნომრებითა და ლექსებით წარსდგა.
ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ის ძალიან საინტერესო ნომრებითა და ემოციებით დატვირთული იყო,
აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები: