გურული ტრადიციები თბილისობისადმი მიძღვილ ღონისძიებაზე და ჩოხატაურის კულტურის ცენტრის როლი ადგილობრივი შემოქმედი ადამიანების ნიჭის წარმოჩენის საქმეში
17-10-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ცენტის თანამშრობლების საქმიანობის სფერო, სხვა საკითხებთან ერთად, ადგილობრივი შემოქმედებითი ადამიანების გააქტიურება და მათი ნიჭის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენებაა. 

5 ოქტომბერს, გურიის რეგიონი თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნას ლამაზი ღონისძიებით შეუერთდა, რომელიც გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიებაში კულტურის ცენტრთან არსებული მომღერალ-მგალობელთა გუნდი - „ამაღლება“ მონაწილეობდა, მომღერლებმა ტრადიციული გურული ხალხური სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიების ფარგლებში, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, საგამოფენო სივრცეები მოეწყო, სადაც მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. 

აღსანიშნავია, რომ საღამო გააფორმა გურული სუფრის პერფორმანსმა, ჩურჩხელების დამზადებისა და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასმა. გურულმა პერსონაჟებმა, ილიკომ და ილარიონმა, იუმორითა და სითბოთი გააცოცხლეს ჭურის მოხდის ტრადიცია, რამაც ეს სანახაობა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203