ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად, დიდი შემართებითა და ინტერესით ერთვებიან საგანმანათლებლო კონკურსებში და წარმატებით ასპარეზობენ.
ახლახან სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
მოსწავლეები ერთმანეთს U5 (III, IV, V კლასები) კატეგორიაში შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში კონკურსს ხელმძღვანელობდა მარიამ რობაქიძე.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას შეუერთდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
იხილეთ ფოტოები: