15 ოქტომბერს, ოზურგეთის მერიის მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები, ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში გამარჯვებული მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლები.
მათ შორის იყვნენ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები - ქეთევან ტატანაშვილი და ნანი სალუქვაძე, რომელთა წარმატებული პროფესიული საქმიანობა საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ. სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე პედაგოგებს დამსახურებულ ჯილდოსა და დაფასებას ულოცავს და ქეთევან ტატანაშვილსა და ნანი სალუქვაძეს პროფესიულ წარმატებას უსურვებს.
„ქეთი, (ქეთევან ტატანაშვილი) გილოცავთ, სკოლაში მოღვაწეობის მცირე დროში მოპოვებული დიდი სიყვარულის აღიარებას.
მასწავლებლის ეროვნულ დღეს და დამსახურებულ ჯილდოს ასევე, ვულოცავთ მრავალი თაობის აღმზრდელ ქალბატონს ნანი სალუქვაძეს.
ჩვენი საამაყო ქალბატონები ბრძანდებით. კიდევ ბევრი ჯილდო და აღიარება გელოდებათ.
მადლობა, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას სიყვარულისა და დიდი მოტივაციისათის“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: