ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
ახალხან, ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე საინტერესო კომპოზიციები შექმნეს.
მოსწავლეებმა თავიანთი თვალით დანახული და აღქმული ოქროსფერი სეზონი ფურცლებზე საინტერესოდ გადაიტანეს, შემდეგ კი ნამუშევრები სასკოლო სივრცეში განათავსეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და მათთვის საინტერესო სასწავლო აქტივობების შეთავაზება.
იხილეთ ფოტოები: