ქუთაისის N38 საჯარო სკოლას წარმატებული, მიზანდასახული და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც თავიანთ საქმეს ღირსეულად ემსახურებიან და ქვეყანას განათლებულ თაობებს უზრდიან.
მათ შორის არიან პედაგოგები: ზვიად მგელაძე და დალი კაკაურიძე, რომლებიც მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.
მასწავლებლებს ჯილდო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა, პედაგოგიური ღვაწლისა და გაწეული შრომისთვის.
სკოლა ამაყია, რომ ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეების აღზრდასა და განათლებაზე სწორედ ასეთი ღირსეული პედაგოგები ზრუნავენ.
იხილეთ ფოტო: