ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძეს უმასპინძლეს.
მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლე-მასწავლებლებს შეხვდა.
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ინოვაციური ცენტრის ინფრასტრუქტურასაც გაეცნო. ინოვაციური ცენტრის თანამედროვე არქიტექტურის ერთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს ოთახები პანორამული ხედებით, დახურული და ღია სამუშაო სივრცეები, სასწავლო-საკონფერენციო დარბაზი, კომპიუტერული ოთახები და ლაბორატორია.
ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ისტორიული შენობა 2020 წელს სრულად რეაბილიტირდა. პირველ საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე 682 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 49 მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები: