ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
„ხელოვნება ეს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა. ამ აღქმის ნაყოფი ეკუთვნის არა მხოლოდ მის შემქმნელს, არამედ დედამიწაზე მცხოვრებ კაცობრიობას“,- გვეუბნებიან სკოლაში და მე-4ბ კლასის მოსწავლეს (დამრიგებელი ნ.ჟორჟოლიანი) - პატარა ხელოვან ანასტასია ჯაჯანიძე გვაცნობენ, რომელსაც მრავალფეროვან თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები აქვს.
მოსწავლის ერთ-ერთი შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა გელათის მონასტერში დევიზით - „ხატვა ცალკე ცხოვრებაა“.
მოსწავლის ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„წარმატებები და ბევრი შედევრის შექმნა, მომავალ მხატვარს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლის წარმატებით ხარობენ.
იხილეთ ფოტოები: