„მიმღებლობა, თანასწორობა, მრავალფეროვნება“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-2 კლასში საინტერესო დისკუსია გაიმართა 
18-10-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს არამედ კაცთმოყვარეობას, სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან და სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან. 

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც დიალოგის, თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-2 კლასში გაიმართა საუბარი თემაზე - „მიმღებლობა, თანასწორობა, მრავალფეროვნება“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია ფილმმა - „სიკეთის ძალა“, რომლის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და გააკეთეს დასკვნა: სანამ ვინმეს გააკრიტიკებ უმჯობესია  დაფიქრდე შენ როგორი ხარ!

„დავინახოთ ერთმანეთის დადებითი მხარეები!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და ტოლერანტობის მნიშვნელობა გაიაზრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203