ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
VIIIგ კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ხათუნა რუსიეშვილისა და დამრიგებელის ნონა გობრონიძის ხელმძღვანელობით, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ.
ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის ფილიალის ფარგლებში, ისტორიულ მუზეუმში სპეციალურად მომზადდა ნეოლითური პერიოდის ნივთების გამოფენა და ასევე მოეწყო ფილმების - „გურულები ამერიკაში“ და „ნეოლითური ეპოქა“ ჩვენება.
მოსწავლეებს ექსკურსიამძღოლობა მანანა მემარნიშვილმა გაუწია, მისი მონათხრობი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: