„მხიარული პლანეტები და პირველაღმომჩენები“ - თამაშით სწავლება ოზურგეთის N1 სკოლის ბუნებისმეტყველებისა და სპორტის ინტეგრირებულ გაკვეთილზე
22-10-2024

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს თანამედროვე მიდგომებსა და სტრატეგიებს სთავაზობენ.

ამის ნათელი მაგალითია ბუნებისმეტყველებისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც თამაშით სწავლების მეთოდის გამოყენებით წარიმართა. 

თამაშის თემა გახლდათ - „მხიარული პლანეტები და პირველაღმომჩენები“. 

მოსწავლეთა დავალება იყო აღმოეჩინათ ახალი პლანეტა. მათ აარჩიეს წინასწარ გაბერილი ბუშტი და შეეჯიბრნენ ერთმანეთს ვინ უფრო სწრაფად მოიფიქრებდა თავისი პლანეტისთვის სახელს, ასევე ვინ მეტ ადამიანს დაასახლებდა ახლადაღმოჩენილ პლანეტაზე. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე ბუნებისმეტყველებაში - „მზის სისტემა“ შეისწავლეს, სპორტში კი შეასრულეს თამაში - „მხიარული პლანეტები“, სადაც წარმატებისთვის აუცილებელი პირობა სისწრაფე და მოქნილობა იყო.

იხილეთ ფოტო- ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203