ბარალეთის N2 სკოლის დირექტორმა წარმატებულ მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსში მოპოვებული სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა
18-10-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა  და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, რაც მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებზე აისახება. 

მოზარდები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადაში და საუკეთესო შედეგებიც აქვთ.

ახლახან, სკოლის დირექტორმა - მაკარ ისაკიძემ  წარმატებულ მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსში მოპოვებული კუთვნილი სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ, მათ აკადემიურ მიღწევებს კი ახალისებენ. 

„სკოლის  დირექცია და პედკოლექტივი  ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203