ოზურგეთის N1 სკოლის მოსწავლეებმა ფოსტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-10-2024

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით არის გაჯერებული. 

ახლახან, IV კლასის მოსწავლეებმა ფოსტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა წერილები დაწერეს, ერთმანეთს ემოციები გაუზიარეს და არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ. 

„IV კლასის მოსწავლეებისგან თქვენსკენ მოემართებიან სიყვარულის  წერილები, ბარათები, ხელით შექმნილი უბის წიგნაკები“,- გვეუბნებიან სკოლაში ჯადოსნურ ამბებს გვიყვებიან მოსწავლეთა გაკვეთილებიდან. 

აღსანიშნავია, რომ 9 ოქტომბერს ფოსტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში მსოფლიოს საფოსტო კავშირის UPU-ს სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ეროვნული საფოსტო ოპერატორი აღნიშნავს ამ დღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203