ტყიბულის N6 სკოლაში მოსწავლეთა მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად შემეცნებითი აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა
18-10-2024

ტყიბულის N6 სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს კვირეული მიეძღვნა. 

2021 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მედიაწიგნიერებაა დასახელებული.

მოგეხსენებათ, გასულ წელს, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით „მედიაწიგნიერების დღე“ სკოლებში მეორედ აღინიშნა.

მედიაწიგნიერების დღე“ სკოლებში წელსაც ჩატარდა. ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა კვირეული, რომელშიც მონაწილეობდნენ VI კლასიდან XI კლასის ჩათვლით მოსწავლეები. კვირეულის ფარგლებში მრავალი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა:

ჩატარდა საუბრები, კლასის საათები, დებატები, შეიქმნა ბუკლეტები, ვიდეომასალა, კომიქსები და პოტკასტი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პასუხი მიიღეს შეკითხვებზე: „როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას?“, „როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას?“, „მედიაწიგნიერების დადებითი და უარყოფითი მხარეები“. 

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ სკოლებს ახალი კონკურსი „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ შესთავაზა. ტყიბულის N6 საჯარო სკოლამ შექმნა გუნდი და კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული ნამუშევრები წარადგინა კომუნიკაციების კომისიაში. სკოლაში იმედოვნებენ, რომ ნამუშევრები დადებითად შეფასდება და წარმატებას მიაღწევენ. 

კვირეულის აქტივობების მომზადება-ჩატარებაში მხარდამჭერები იყვნენ კლასის ლიდერები და დამრიგებლები.

აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, დოდო ქათამაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203