ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა მოზარდთა უფლებების დაცვის თემას დებატები მიუძღვნეს
18-10-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში აქტიური, თავისუფალი და საღაზ მოაზროვნე ახალგაზრდები იზრდებიან. მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა მოზარდების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - „ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა მხოლოდ პასიური ობიექტები“. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეებისთვის მათი უფლებების სწავლების მნიშვნელობა კარგად ესმით. 

სწორედ მოზარდთა უფლებების დაცვას მიეძღვნა IX კლასის მოსწავლეთა დებატები თემეზე - „ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ გაცნობა არაა აუცილებელი მოზარდის სრულფასოვანი განვითარებისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ წინსვლა მხოლოდ მშობლებზე, გარემოსა და განათლების ხარისხზეა დამოკიდებული“. 

მოსწავლეები ორ გუნდად განაწილდნენ. პირველნი ბავშვთან მკაცრ მიდგომებს, მეორენი კი მოზარდის ჰარმონიული გზებით აღზრდას ეთანხმებოდნენ. წამყვანები (ნინი გოტიაშვილი, ელენე ქარქაშაძე) და მსაჯები (დავით გოგლიძე, ალექსი ტყემალაძე) წარმატებით წარუძღვნენ პროცესს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოცემული აქტივობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამავე კლასის დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ცირა კუბლაშვილი, მოსწავლეებს დაეხმარა ლექსიკის გამდიდრებაში, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვასა და ანალიტიკური უნარების განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203