ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებს სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
მიმდინარე წლის 4-6 ოქტომბერს, პედაგოგ ცირა კუბლაშვილის სადამრიგებლო - IXა კლასის მოსწავლემ, ბადრი ბოჭორიშვილმა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ტრადიციულ კავკასიის მეორე ღია Ჩემპიონატზე, კუნგ-ფუᲨი წარმატებით იასპარეზა.
აღნიშნულ ჩემპიონატში საქართველოს, სომხეთის, იტალიისა და ირანის გუნდები მონაწილეობდნენ. ბადრი ბოჭორიშვილმა შეჯიბრებაზე მეორე ადგილი მოიპოვა და შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა. მისი მწვრთნელი ოლეგ ფანჩულიძე გახლავთ.
„ვულოცავთ, სკოლის სახელით, ბადრის ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.