წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას, აქტიურად ჩაერთონ სხვადსხვა კონკურსსა თუ ჩემპიონატში.
12-13 ოქტომბერს წალკის სასპორტო სკოლის ორგანიზებითა და სპორტული კლუბის - „მთიელი“ მხარდაჭერით, ჩატარდა პირველი ღია რეგიონალური ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობდნენ: წალკის, ნინოწმინდის, ხულოს და ქედის ნაკრები გუნდები.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზა საბეჭისელ გოგონათა გუნდმა, რომელაც საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
სკოლა მოსწავლეებს: ლიზი ხინიკაძეს, ნინო ხინიკაძესა და თამუნა ხინიკაძეს ულოცავს ამ წარმატებას და გაწეული შრომისთვის, სპორტის მასწავლებელს, რამაზ ხინიკაძეს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: