სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი იყო საინტერესო, გაკვეთილები კი, მათ სურვილებს მორგებული.
ამის ნათელი მაგალითია V კლასში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - „ეთერი“, შეისწავლეს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მოეწყო ჯგუფური მუშაობა, იდეა კი, გახლდათ მოსწავლეებს შეექმნათ - „ქართველ მწერალთა სურათები ეთერის სკოლისათვის“.
პატარებმა საკლასო ოთახი თავიანთი ნამუშევრებით მორთეს და ნაწარმოების გმირის, პატარა ეთერის როლი სიამოვნებით მოირგეს.
იხილეთ ფოტოები: