ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივების შეთავაზებასა და მათ წახალისებას ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში.
სკოლაში აქტიურად იმართება ინტელექტუალური თამაშები, ამჯერად კი, მოსწავლეები ერთმანეთს თამაშში - „რა? სად? როდის?“, დაუპირისპირდნენ.
მოსწავლეებმა არაერთ თემაზე, თავიანთი ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს, ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და სკოლაში ცოდნის ზეიმი მოაწყვეს.
იხილეთ ფოტოები: