ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო იდეებს ახორციელებენ და სკოლის მატეანეს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივით ამდიდრებენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა მოტივით - „ეს ქვეყანა შენია!“, საინტერესო პროექტზე იმუშავეს, დაკარგული და დავიწყებული ისტორია გააცოცხლეს.
მოსწავლეები „ერთი საფლავის ისტორიას“, მოყვნენ. დიახ, სწორედ ასე დაარქვეს ინიციატივას, რომელითაც მოხისის სოფელში დატრიალებული ტრაგედიის ქრონიკები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლი, რომელიც მოხისის თეატრალურ დასში დატრიალებულ უმძიმეს სცენარს ეხებოდა - სპექტაკლისას, სცენაზე მომხდარ მკვლელობას და ისტორიას, რომლის გასაღებიც მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვი საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა გახდა.
იხილეთ ვიდეო: