ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით შეისწავლიან მუხისელი მსახიობების ისტორიებს, იხსენებენ სოფლის დასის საქმიანობას და იმ ტრაგედიას, რომელიც ერთ-ერთი წარმოდგენისას სცენაზე დატრიალდა.
ამჯერად, მოხისის საჯარო (მაშინ საშუალო) სკოლის დირექტორის, არკადი ფოჩხუას ქალიშვილის იზა ფოჩხუა-პაპოშვილის რჩევით მოსწავლეები ციცო (ციცინო) ჯოჯიშვილ-ნაკაშიძეს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა სტუმრობისას შეიტყვეს, რომ ახლად გარემონტებულ სასოფლო კლუბში, რომელიც ახალი ავეჯით იყო გაწყობილი ლოჟაც კი ჰქონიათ. მაშინ, თეატრალური დასის ხელმძღვანელი იყო მარიამ (ქაქალო) რევაზაშვილი.სპექტაკლებში მონაწილეობდნენ თავად მასპინძელი, მზია გოქაძე, ნათელა ტურაშვილი, ციალა ქელეხსაშვილი...
აღსანიშნავია, რომ მსახიობებს სპექტაკლები სოფლის გარეთაც გაჰქონდათ, მასპინძლეი მოსწავლეებთა იხსენებს სტუმრობას აბისში, ფცაში, ქარელში და გორში.
მოსწავლეებს, მასპინძელმა გულისტვილით მოუყვა, როგორ ჩაირიცხა თეატრალურ სასწავლებელში, თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო ოჯახური პირობების გამო. მამის გარდაცვალების შემდეგ რძალმა აითვალისწუნა და იძულებული გახდა 18 წლის გათხოვილიყო. არადა 5 წლიდან სცენაზე მდგარა.
ის მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებში, განსაკუთრებით ახსოვს გუგულქედზე ჩატარებული საღამო, სადაც დიდი კოცონის ირგვლივ შემოკრებილან ომის ვეტერანი მოხისელები და ნორჩი მსახიობები, რომლებიც ვალმოხდილ მამულიშვილებს ლექსებს უკითხავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
ქალბატონი ციცო, იმ ტრაგედიასაც იხსენებს, რომელიც წლების წინ ერთ-ერთი წარმოდგენისას დატრიალდა. ის ტრაგიკულად დაღუპულ ლიზა ცხვარაშვილს ბუნებრივია არ იცნობდა, რადგან ეს უკანასკნელი 1926 წელს დაიღუპა, ქალბატონი ციცო კი 1942 წელსაა დაბადებული. თუმცა ეს ტრაგიკული ისტორია მოსმენილი ჰქონდა და იცნობდა მის დებს, თამარა და ელენე ცხვარაშვილებს.
ასევე მოსწავლეებმა გაარკვიეს, რომ ბიძა, რომელსაც ლიზა შემოაკვდა დედის ძმა ყოფილა. ლიზას მშობლების სახლი გაყიდულა და ამჟამად იქ სოსო ელიაშვილი ცხოვრობს.
იდეის ავტორები: მარიამ ელიაშვილი და ლიზი ტურაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: