მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერად, საგან ჩემი საქართველოს პედაგოგმა - მაკა მინდიაშვილმა მე-5 კლასის მოსწავლეებთან გასვლითი გაკვეთილი ჩაატარა. მისი თემა ჰოროზონტის მხარეები გახლდათ.
მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად, ტაძარში იმყოფებოდნენ და სწორედ ეკლესიის მდებარეობის მაგალითზე განსაზღვრეს და მონიშნეს ჰორიზონტის სხვადასხვა მხარე.
აქტივობამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სკოლაში შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: