საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში პროექტებით სწავლებასა და სასწავლო პროცესის საინტერესო ინიციატივებით გამდიდრებას დიდი ყურადღება ეთმობა.
17 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების პროექტული სწავლების ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს აქტივობები ადამიანის უფლებების, დისკრიმინაციის, სიღარიბისა და სოციალური გარიყვის თემებზე.
ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა გახლდათ - „რას გადააგდებდი ზღვაში? გადადგი ნაბიჯი წინ“, რომლის მიზანი იყო:
1. განსხვავებული ადამინების მიმართ თანაგრძობის კულტივაცია;
2. საზოგადოების წევრებს შორის არათანაბარ შესაძლებლობებში გარკვევა;
3. იმის შეცნობა თუ რა შედეგი მოაქვს უმცირესობების ჯგუფის შესაძლო წევრობას.
აქტივობები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: