საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა
18-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას გაეცნონ ქართულ კინოხელოვნებას. 

ამჯერად, საინიციატივო ჯგუფის - „ფილმის დღეები სკოლაში“, ხელმძღვანელების - საბა ჯინჭარაძისა და მათე დადვანის ორგანიზებით, ქართული ფილმის - „კუკარაჩა“, ჩვენება გაიმართა. 

მოსწავლეებმა განიხილეს ფილმი და განსაზღვრეს კუკარაჩას როლი, აღნიშნეს, რომ ის პოლიციელია, უბნის ინსპექტორად არის გამწესებული, მისი პირველადი მოვალეობაა ახალგაზრდების მეთვალყურეობა, მათში ჯანმრთელი ცხოვრების წახალისება და ყველა მავნე ჩვევის მოსპობა, რაც ამ ასაკში იჩენს ხოლმე თავს.

საინიციატივო ჯგუფის მიზანია ახალგაზრდებში ქართული ფილმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფილმში დასმული საკითხების განხილვა/დისკუსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203