ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი ზღაპრულ თავგადასავალს ჰგავს.
პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან, სახალისო და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ლამაზი და ნანატრი დღე გათენდა ზესტაფონის N 5 საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის. პატარებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მათ, პედაგოგების- ქეთევან კოპაძისა და ნინო კირკიტაძის ხელმძღვანელობით, ანბანის ჯადოსნურ სამყაროში თამამად შეაბიჯეს.
პატარებმა ხოტბა შეასხეს „დედაენის“ შემქმნელს, შეასრულეს არაერთი აქტივობა, წაიკითხეს ლექსები.
მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტიობაში ჩაერთნენ. პირველკლასელებთან ერთად ანბანის შემობრძანება და წიგნიერების სამყაროში მათი მოგზაურობის დაწყების სიხარული, მშობლებმა და სასკოლო საზოგადოების წევრებმაც ინტერესით გაიზიარეს.
იხილეთ ფოტოები: