ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში დებატების საღამო გაიმართა 
18-10-2024

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე ხშირად ხორციელდება აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ისტორიის პედაგოგ მარინე ფერაძის მიერ ჩატარებული დებატების საღამო, რომელიც „ მრგვალი მაგიდის“ ფორმატით განხორციელდა.

ღონისძიებაში სკოლის მე-9 (დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე) და მე-9 (დამრიგებელი თეა ყვავაძე) კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დებატები გიორგი სააკაძის პიროვნებას მიეძღვნა. 

„ერთი და იგივე მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება, ისტორიულ მოვლენაზე და პიროვნებაზე განსხვავებული პოზიციების არსებობის მიზეზების ახსნა, მათი შედარება და შეფასება - ისტორიის სტანდარტის სწორედ ამ მოთხოვნების ცოდნა გამოავლინეს მოსწავლეებმა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ. 

მოსწავლეებმა დამაჯერებლად ისაუბრეს დიდ მოურავსა და მხედართმთავარზე, მოძიებული ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით, დაიცვეს საკუთარი აზრი, გიორგი სააკაძე გმირი იყო თუ მოღალატე. 

„სწავლების პროცესი მაშინ არის წარმატებული, თუ ის მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს ეფუძნება. თემა აქტუალური აღმოჩნდა და მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ დისკუსიაში“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203