თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში სვეტიცხოვრობის დღესასწაული აღინიშნა.
ღონისძიება საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის ისტორიის მასწავლებლის - დათუნა გოქაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ღონისძიებაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ელექტრონული პრეზენტაცია წარუდგინეს ისტორიული წყაროებითა და მხატვრული შემოქმედებით, რაც სვეტიცხოველს ეძღვნება.
ღონისძიების ბოლოს დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული სკოლის დირექტორმა - თინათინ ბეჟაშვილმა მიულოცა.
იხილეთ ფოტოები: