კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითა და აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას იწვევს.
განსაკუთრებით საინტერესო სასკოლო ცხოვრება აქვთ პირველკლასელებს, რომლებმაც წიგნიერების სამყაროში მოგზაურობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს.
ამჯერად, Iბ კლასის მოსწავლეებმა ქართულის გაკვეთილზე წინასაანბანო პერიოდის ფარგლებში ჯგუფურად იმუშავეს და შეასრულეს დავალება - „ჩაავალაგოთ ჩანთა“.
მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ აქტივობაზე და ხალისით ალაგებდნენ სასწავლო ჩანთას.
იხილეთ ფოტოები: