საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს როგორც მრავალფეროვან შიდასაკლასო, ისე საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, კლასგარეშე შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსიის ფარგლებში, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) და IIIბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი საბუნებისმეტყველო დარგის საინტერესო და გამორჩეული ნიმუშები.
ბავშვებმა ასევე, შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სხვადასხვა საბუნებისმეტყველო კოლექციის შესახებ და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები: