გუმბათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
18-10-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. პატარებმა მაყურებლებლის წინაშე მხიარული წარმოდგენები გამართეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ „ანბანის სამყაროში“ პედაგოგ ნარგიზ საგინაძესთან ერთად, მხიარულად შეაბიჯეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ანიმაციური ფილმი „ბომბორა იწყებს სწავლას“. 

„სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო! გილოცავთ, ჩვენო პატარა მკითხველებო! წინ კიდევ ბევრი საინტერესო სასწავლო თავგადასავალი გელით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203