ქვემო მახოს საჯარო სკოლის მასწავლებელს - ფატიმა თეთრაძეს, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელი გადაეცა
18-10-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომელთა მთავარი მიზანი წარმატებული და ღირსეული ახალი თაობის აღზრდაა. 

ერთ-ერთი მათგანი ბუნების პედაგოგი ფატიმა თეთრაძე გახლავთ, რომლის ხელმძღვანელობითაც, მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. 

მისი შრომის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ ახლახან, ფატიმა თეთრაძეს, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელი გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას აჭარის განათლების მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე - თენგიზ ირემაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - მინდია დიასამიძე, მერის მოადგილე - მირიან კვირიტიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ხათუნა დიდმანიძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203