ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მეცნერების ფესტივალს დაესწრნენ
18-10-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობა წახალისებული და მხარდაჭერილია. 

სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ხალისით შეუერთდნენ მეცნერების ფესტივალს. ღონისძიებაზე, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 3-4 ოქტომბერს ჩატარდა, მიწვეულნი იყვნენ მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები. 

როგორც სკოლის პედაგოგი ნონა ცანავა გვიყვება, ღონისძიების საგამოფენო ნაწილი გაიმართა ღია სივრცეში, სადაც, ფესტივალის მონაწილეებმა სტუმრებს შესთავაზეს სახალისო, საგანმანათლებლო და კვლევითი ექსპერიმენტები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო აქტივობებში. დღემ ხალისიანად და შინაარსიანად ჩაიარა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი გერასიმე კიკალიშვილი. 

სკოლაში მადლობას უხდიან აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტ ნაყოფიერი დღისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203