მოსწავლეთა რეგისტრაცია 24 ოქტომბერს დაიწყება - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით რეგისტრაცია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 24 ოქტომბერს დაიწყება და 14 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
„რეგისტრაციის ბმული და დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე რეგისტრაციის დღეს გამოქვეყნდება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილეების მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან, რომლის შესახებაც დეტალური ინსტრუქცია წინასწარ გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.