აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
26 სექტემბერს სკოლაში ენების ევროპული დღე აღინიშნა.
მოსწავლეები არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის სხვადასხვა ენაზე დაწერეს და წარმოთქვეს წინადადებები, დახატეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები.
ბავშვებმა მსოფლიო ენების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და ეს ყველაფერი ხალისითა და ინტერესით გააკეთეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ტიპის აქტივობები ენების მრავალფეროვნებასა და კულტურათაშორის კავშირებს უსვამს ხაზს.
იხილეთ ვიდეო: