ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურისა და ცურტავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, 17 ოქტომბერს, ნახიდურის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც მოსწავლეებს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების თანამშრომლები შეხვდნენ.
უფროსმა სერჟანტმა რაულ იასაღაშვილმა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია და გააცნო 2025 წლიდან დაგეგმილი სიახლეები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე სტუმრებმა ისაუბრეს ქართული ჯარის მნიშვნელობასა და პოპულარიზაციაზე.
მოსწავლეებისთვის დღე საკმაოდ ინფორმაციული, საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: