აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ იქ ანსამბლი „ნაკადული“ ფუნქციონირებს, რომლის წევრებიც სასკოლო საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებით ხშირად ანებივრებენ.
როგორც სკოლის დირექტორი - ინგა წიგნაძე გვიყვება, მოსწავლეებმა მათ სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. „ნაკადულის“ წევრებმა საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს, რითაც ყველას სიმპატია და შექება დაიმსახურეს.
„ქართულ მუსიკასა და ცეკვაზე ყველაფერს გრძნობ, ყველაფერი გესმის, თითქოს ისტორიის ნაწილი ხარ – ამაღლებული გრძნობაა. ჩემო საუკეთესო ბავშვებო, ჩვენი სკოლის სიამაყეებო, მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა თქვენს მშობლებს, თქვენს ქორეოგრაფებს. ახლაც, როგორც ყოველთვის, ულამაზესები იყავით. დიახ, ასეა, ერთ პატარა და ულამაზესი სოფლის სკოლაში საკუთარი ანსამბლი - „ნაკადული" ფუნქციონირებს. ყველა დიდი მდინარე, პატარა ნაკადულით იწყება. მინდა, თქვენც ბოლომდე შეიგრძნოთ ხიბლი ქართული ცეკვის, გახდეთ ისტორიის ნაწილი, ჩვენ კი თქვენით ვიამაყოთ. იამაყოს მთელმა სოფელმა, მუნიციპალიტეტმა, თქვენმა ქვეყანამ! უსაყვარლესები ხართ, მადლობა ამ დღისთვის ქორეოგრაფებს - გოჩა ჭანკვეტაძესა და მალხაზ კოხრეიძეს“,- წერს სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: