ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო პროექტში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდა. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური თამაშის ბოლოს, გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა. მოსწავლეებს სკოლის დირექცია და პედაგოგები წარმატებას უსურვებენ.
„შეჯიბრი მოიცავდა ლოგიკურ სააზროვნო კითხვებს. მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს შესაძლებლობებს წარმოაჩენს და მათ მოტივაციას უმაღლებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: