სიქთარვის საჯარო სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი და მხატვრული ლიტერატურა გადაეცა
12-06-2018
სიქთარვის საჯარო სკოლას კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ეწვია.
მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში „ხართ თუ
არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ ათასი ლარი მოიგო და სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი და მხატვრული ლიტერატურა გადასცა.
მასთან ერთად სკოლაში იმყოფებოდა პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი.
სიქთარვის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სტუმრებს და წარმატებებს უსურვებს. იხილეთ ფოტოები