მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება ამამლოს საჯარო სკოლაში
18-10-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება ოქროსფერ შემოდგომას მიეძღვნა. აქტივობების მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ წელიწადის ამ სეზონზე ვრცლად ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა სკოლის ეზო ერთობლივად „გააფერადეს“.

„მადლობა ყველას ჩართულობოსთვის, სიფერადისთვის და სიყვარულისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203