უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე, პატრიოტული სულისკვეთებით იზრდებიან.
სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეებს ცნობიერება აუმაღლონ საქართველოს მძიმეჟამიანობის შესახებ, გააცნონ მათ ის დიდი და მძიმე გზა, რაც ჩვენმა ერმა დღემდე გამოიარა და ესაუბრონ ვეტერანების შესახებ, ადამიანების, რომლებიც სამშობლოსთვის თავს არ ზოგავდნენ.
სწორედ ვეტერანთა მადლიერების ნიშნად, სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა სიამაყით ააფრიალეს საქართველოს დროშა და ომახიანად შეასრულეს ჰიმნი.
„მადლობა ვეტერანებს“, - ასე დაარქვეს მოსწავლეებმა ღონისძიებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დააფასეს სამშობლოსთვის მებრძოლი მამულიშვილების ღვაწლი.
იხილეთ ვიდეო: