ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყო. იქ ერთადერთი პირველკლასელი დიდი სიყვარულით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეებს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“-ის ნახევარფინალში მიღებული სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები საზეიმოდ გადასცეს.
გარდა ამისა, პედაგოგებმა მშობლებს მიმდინარე სასწავლო წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის ენთუზიაზმით ვხვდებით. მიუხედავად მცირეკონტიგენტიანი სკოლის სტატუსისა, ყოველთვის ვახერხებთ, აქტიურად ჩავერთოთ მრავალფეროვან აქტივობებში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: