აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მასწავლებელ სვეტლანა ქვილითაიას ხელმძღვანელობით, VII კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიაში გასვლითი გაკვეთილი განხორციელდა. მისი თემა „სამეფო ქალაქი არქეოპოლისი“ გახლდათ.
მოსწავლეებმა უძველესი კოლხური ცივილიზაციის კერა, ძველი ნაქალაქარი, მისი საოცარი სტრუქტურა და არტეფაქტები მოინახულეს. მათ ნასწავლი მასალის ირგვლივ ისაუბრეს, ბევრი კითხვა დასვეს და მათთვის საინტერესო თემებზე იმსჯელეს.
მოსწავლეებმა უძველესი ორმოცწამეთა ეკლესია მოილოცეს. ბოლოს, ისტორიის მასწავლებლებთან ერთად, გაკვეთილი შეაჯამეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლაში კი, მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს და კედლის გაზეთი - „სამეფო ქალაქი არქეოპოლისი“ შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: