„მხიარული ანბანი“- ჩხაკოურის საჯარო სკოლის უცხოური ენების კლუბის საინტერესო აქტივობა 
18-10-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ იქ მოსწავლეთათვის უცხო ენების შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სკოლაში უცხოური ენების კლუბიც ფუნქციონირებს, რომელმაც პირველი სახალისო აქტივობა - „მხიარული ანბანი“ განახორციელა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიმდინარე სასწავლო წელს ბევრი აქტივობა, პროექტი და ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებსაც უცხოური ენების პედაგოგები - ნანა წაქაძე და ნათელა ირემაძე უხელმძღვანელებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203