თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ.
ერთ-ერთი მათგანი მეთერთმეტე კლასის მოსწავლე აისელ ყურბანოვა გახლავთ. ის სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვება.
ამჯერად, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში ჩატარებულ ესეების კონკურსში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა. სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე დამსწრე მოსწავლეებს შესაბამისი წარწერით მაისურები და ჩანთები გადაეცათ.
იხილეთ ფოტო: