ქობულეთის N5 სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალია
18-10-2024

ქობულეთის NN5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნიერების დიდ სამყაროში სულ ცოტა ხნის წინ შეაბიჯეს და დიდი ინტერესით „მოგზაურობენ“.

აღსანიშნავია, რომ პატარებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი დღე იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მათი განწყობა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და პედაგოგთან ერთად, დიდი ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.

პირველკლასელებმა დაიწყეს მოგზაურობა სამყაროში, სადაც ყველაფერი ახალი და საინტერესო იქნება. ისინი, სკოლაში მარტო ცოდნას კი არ შეიძენენ, ისწავლიან სიყვარულს, მეგობრობას, რწმენას, შრომასა და ბრძოლას მიზნის მისაღწევად“, - ამ სიტყვებით შეეგებნენ პატარებს სკოლაში და პირობას, რომ მათთვის სასკოლო ცხოვრება დაუვიწყარი იქნება, წარმატებით ართმევენ თავს. 

ბოლოს კი, სკოლაში პატარებს გზა დაულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს: „ბედნიერად ევლოთ ჩვენს მშვენიერ გოგო-ბიჭებს სასკოლო ცხოვრების ბილიკებზე“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203