თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამის დასტურია, საინტერესო ღონისძიება, სახელწოდებით - „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“.
ღონისძიება სკოლაში 11 ოქტომბერს გაიმართა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა საბა მელისკაურმა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის მფლობელია, XI კლასის მოსწავლესთან ნიკოლოზ ბუჯიაშვილთან ერთად დამსწრე საზოგადოებას გააცნო „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლების სტრატეგიები და მიდგომები, ასევე ის აქტივობები, რომლებიც მოსწავლე-მასწავლებელმა პოემის სწავლების პროცესში ერთობლივად განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ლალი ბუწანკალური, თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ირაკლი ზვიადაური.
დაბა სიონის საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებელი და მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდნენ. საბა მელისკაურისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა სკოლას და ნიკოლოზ ბუჯიაშვილს.
„მადლობას ვუხდით დამსწრე საზოგადოებას ყურადღებისა და დაფასებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: