აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსებში წარმატებით ასპარეზობენ და მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ, რომ მოზარდების ნიჭს მისცენ გზა ფართო.
სკოლაში სასწავლო-შემეცნებითი და შემოქმედებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ამჯერად კი, სკოლა ამაყია გაგვიზიაროს წარმატებული მოსწავლეების მიღწვები.
აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი გაგუა გახდა მათემატიკის ოლიმპიადის - „ევერესტი“, ფინალისტი. მოსწავლის მათემატიკის მასწავლებელი ინგა ძველაია გახლავთ.
სკოლის დირექტორმა - პაატა რურუამ გიორგი გაგუას საზეიმო ვითარებაში გადასცა ქების სიგელი.
ამავე სკოლის მე-7 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ ლიზი ძველაიამ კი, აღმზრდელ-მასწავლებლებს მასწავლებლის დღე მიულოცა ტილოზე შესრულებული ნახატით - „ყვავილების ზეიმი“.
„წარმატებებმა უმეგზუროთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.