ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით.
საჯარო სკოლებში უკვე ერთ თვეზე მეტია ახალი სასწავლო წელი განახლდა, თუმცა ბერძენაულის საჯარო სკოლის საზოგადოებას სასწავლო წლის ამაღლებული განწყობა ჯერ კიდევ მოსდევს.
16 სექტემბერი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის დაუვიწყარ ემოციებთან ასოცირდებოდა, კლასელებს მონატრებულოი მოსწავლეები ხალისით დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს.
პედაგოგებმა გულითადი მასპინძლობა გაუწიეს მონატრებულ მოსწავლეებს და ასე, ამაღლებული განწყობით, საზეიმო ვითარებაში განაახლეს სასწავლო პროცესი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების განწყობაზე ზრუნვას და მათთვის ისეთი გარემოს შექმნას, რომ თავის კომფორტულად იგრძნონ.
იხილეთ ფოტოები: