წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
18-10-2024

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრება თავგადასავლებით სავსე, წიგნიერების სამყაროში მოგზაურობას ჰგავს.

ამჯერად, პირველ კლასში შემოდგომის თბილ და მზიან დღეს - 8 ოქტომბერს ანბანის შებრძანება იზეიმეს, როგორც სკოლაში ამბობენ - „მთელი თავისი დიდებულებით შემობრძანდა ქართული ანბანი. 

იასამნისფერი ბუშტებით, ყვავილებით მორთულ საკლასო ოთახში, მერხებთან მსხდარი საგანგებოდ გამოწყობილი პატარები გულისფანცქალით და დიდი ინტერესით უსმენდნენ მაია მასწავლებელს, რომელმაც მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთა გაკვეთილი, საშუალება მისცა თითოეულ მოსწავლეს, გაეაზრებინათ ანბანის გასაღები - „აი ია“. 

აღსანიშნავია, რომ საზეიმო გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქეთევან როყუა, სასწავლო ნაწილის გამგე ცირა გეგუჩაძე და სხვა პედაგოგები, რომლებმაც გზა დაულოცეს პატარებს ცოდნის დიდ სამყაროში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203