ნოღის საჯარო სკოლის პირველკლასელები კომპლექსური დავალებებით ხალისით სწავლობენ
18-10-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

სწორედ პედაგოგების ხელმძღვანელობით, პირველი კლასის მოსწავლეები სწავლის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მათ, ახლახან, კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომლის მიზანიც იყო გაკვეთილის ცხრილი დამხმარე რესურსების გამოყენებით შეედგინათ. 

საქმეს თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და მონდომებით შეუდგა. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, დავალება წარმატებით შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203